მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოციალური გაზის ფასს ამცირებს

5e033246b4132
ინგა მურუსიძე
25.12.19 14:05
871
ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოციალური გაზის ფასს ამცირებს, - ამის შესახებ bm.ge-ს სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ განუცხადა.

BM.GE დაინტერესდა, რამდენად მოახდენს ლარის გაუფასურება გავლენას ბუნებრივი გაზის ახალ სამომხმარებლო ტარიფზე, გოჩა შონიამ კი განმარტა, რომ ამ ფაქტორს სწორედ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ სოციალური გაზის ფასის შემცირება დააბალანსებს. სწორედ "სოკარისგან", აშშ დოლარში შეძენილი სოციალური გაზის ფასი აისახება სამომხმარებლო ტარიფში.

„ლარის გაუფასურებას აქვს ადგილი, გასულ წელს ჩვენ გავითვალისწინეთ ვალუტის კურსი 2.66(დოლართან მიმართებით), თუმცა „თბილისი ენერჯისთან“ მიმართებაში სოციალური გაზის ნაწილში მცირდება მისი ფასი. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც სოციალური გაზის მფლობელი კომპანია, უმცირებს ღირებულებას და ამან  კურსთაშორის სხვაობის  დაკომპენსირება გამოიწვია მიწოდების ნაწილში“, - განაცხადა შონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები