არაერთხელ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, თბოსადგური გარდაბანი3-ის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება - ამის შესახებ bm.ge-სთან ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. რა გეგმა აქვს სახელმწიფო კომპანიას ქვეყანაში მორიგი თბოსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით და რატომ ვერ დაიწყო პროექტის განხორციელება 2020 წლის შემდეგ, მოუხედავად იმისა, რომ პროექტზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა.