მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობისა და გაზის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიები შეირჩა

5953757367e2b
BM.GE
28.06.17 13:21
2991
საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიები შეირჩა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ლიცენზიის მიღება 2 კონსორციუმს და სამ კომპანიას შეეძლება.

V სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ვესტ გალფ პეტროლიუმის საინჟინრო კომპანია და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIA სალიცენზიო ბლოკი -კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIB სალიცენზიო ბლოკი - კონსორციუმი შემადგენლობით: შპს ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი და შპს ჩინეთის ახალი ვარსკვლავი (CNEC);

VIC სალიცენზიო ბლოკი - შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია";

XIF სალიცენზიო ბლოკი - Georgia Oil and Gas Ltd; Georgia New Ventures Inc

აღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ნავთობისა და გაზის სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საბანკო გარანტიები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება თითოეული კომპანიის მიერ ხელმოწერის ბონუსის გადახდა. დოკუმენტაციისა და საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემდეგ, დაიწყება მოლაპარაკებები პროდუქციის წილობრივი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

შპს "სი-ბი-ემ ჯორჯია" მაისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-ის წილის მფლობელი ჯი-აი-ჯი ჯგუფია. კომპანიის დირექტორი ჯამბულატ ჯაყელია.

Georgia Oil & Gas Limited არის საქართველოს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს 2011 წლიდან. კომპანია ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მისი საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი მიხეილ დალაქიშვილია. კომპანია XIC სალიცენზიო ბლოკის ნორიოს საბადოზე №26, 27, 31, 39, 61, 64, 65 და 200 ჭაბურღილებს ფლობს. XIC სალიცენზიო ბლოკის ნორიოს საბადოზე Georgia Oil & Gas Limited-ს 2011 წლიდან დღემდე 15 607 849 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

Georgia New Ventures Inc ოფშორული კომპანიაა, რომელიც ბაჰამის კუძულებზე 2013 წელსაა რეგისტრირებული.

რაც შეეხება კონსორციუმში შესულ კომპანებს, - ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმიტედი 2017 წლის აპრილის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ჩინელი მფლობელები ჰყავს: კომპანიის 51%-ს ჩუ იონგხონგი ფლბს, 39%-ს სუნ ძიანცინგი, ხოლო 5-5%-ს კი ფუ დალი და ვანგ ბინი.

CNEC მსხვილი ჩინური სახელმწიფო კომპანიაა. ქვეყნის საინვესტიციო პროექტები კომპანიას საპარტნიორო ფონდმა ჩინეთში ვიზიტისას გააცნო. სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტებისა და აქტივების მართვის კუთხით კომპანია ჩინეთის რესპუბლიკაში იკავებს მეორე ადგილს და ახორციელებს ბირთვულ, ეროვნული თავდაცვის, ენერგორესურსების, მრეწველობის, საიჟინრო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები