მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობისა და გაზის სააგენტო Frontera-ს არბიტრაჟის განაჩენის გასაჯაროებისთვის შეხვედრაზე იწვევს

5f2269ecdc29c
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 10:26
1114
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო Frontera-ს მიერ საარბიტრაჟო სასამართლო სასამართლოს განაჩენის გასაჯაროებაზე გაკეთებული თანხმობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისინი კომპანიის აღმასრულებლებს იწვევენ შეხვედრაზე რათა შედგეს საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენის გასაჯაროების თაობაზე დისკუსია და შეჯერდეს პოზიციები. Frontera-ს პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა განაჩენის გასაჯაროების შესახებ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მისი გასაჯაროება ნათელს მოფენს იმ ფაქტს, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ეკონომიკის სამინისტრო მათთან მიმართებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადება:

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობამ საჯაროდ, ერთ-ერთი ტელეეთერის საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

სააგენტო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჩვენი არაერთი შეთავაზების შემდეგ, კომპანიამ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოფიციალურად იწვევს შეხვედრაზე მის ხელმძღვანელობას, რათა უახლოეს დღეებში, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, მათ მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე მათ სარგებლობაში დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და მუშა-მოსამსახურეებისთვის არსებული დავალიანების დაფარვის ვადები.

ამასთან ერთად, შემდგომში ორაზროვნების და მცდარი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 23 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია „ფრონტერას“ შესაძლებლობა აქვს, მოქმედი ხელშეკრულების ვადებში და არსებული ლიცენზიის პირობებით, შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა ათვისების ფართობზე, რომელიც მოიცავს მირზაანის (17,2კმ2) ტარიბანის (17,66კმ2) პატარა შირაქის (1,96კმ2) ბაიდას (3,71კმ2), ნაზარლების (0,49კმ2) და მწარე ხევის (1,59კმ2) საბადოებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

Frontera-ს თანხმობა არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროების თაობაზე - ინტერვიუ ზაზა მამულაიშვილთან





შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 17 აპრილს მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა GOGC-ის საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის 99%-ის უკან სახელმწიფოოსთვის გადაცემა დაევალა, რაც Frontera-მ აღასრულა კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები