გუშინ, 3 ოქტომბერს ნავთობკომპანია გალფის ავტოგასამართ სადგურზე საჩემპიონო კედელი - “Trophy Wall” მერაბ დვალიშვილმა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად გახსნა. კედელზე დვალიშვილის მურალი გაკეთდა UFC-ის საჩემპიონო ქამართან ერთად. მომავალში კი აღნიშნულ კედელზე იგეგმება კომპანია გალფთან ასოცირებული სხვა წარმატებული სპორტსმენების მურალის დატანაც.ქართველი მებრძოლი უკვე მეორე წელია, რაც ნავთობკომპანია გალფთან თანამშრომლობს. ღონისძიებაზე დაანონსდა მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთ წლიანი პარტნიორობის კონტრაქტის გაფორმებაც. გარდა ამისა გალფი UFC-ის ჩემპიონთან ერთად გეგმავს საქართველოში ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობებისთვის MMA-ის სპორტის განვითარებას.