ნავთობიმპორტიორები საწვავზე აქციზის განაკვეთის გადახედვის თხოვნით პრემიერთან შეხვედრას გეგმავენ.
როგორც „ვისოლ პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა bm.ge-თან განმარტავს, გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავზე გაზრდილი აქციზის პირობებში საცალო ქსელში ნავთობპროდუქტები 20-25 თეთრით გაძვირდა. როგორც ხორავა აცხადებს, აქციზის შემცირებით შესაძლებელია საწვავის სარეალიზაციო ფასის კორექტირება და ამისთვის ბიზნესი მთავრობას მეზობელი ქვეყნების მოდელს შესთავაზებს, როცა აქციზის განაკვეთი მიებმება ლარის გაცვლით კურსს, რომლის ცვლილება პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს აქციზის კორექტირებას.
“მსგავსი ტიპის ქვეყნებში, სადაც ხდება ნავთობპროდუქტების იმპორტი და აქციზი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასახადი, გვაქვს პრაქტიკა და ვსწავლობთ მაგალითებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა, სადაც შესაძლებელია ეს პრაქტიკა იქნას გამოყენებული.
როცა გაცვლითი კურსი იმატებს, ან იგივე ნავთობის საერთაშორისო ფასი იმატებს გარკვეულ პროპორციაში უნდა ხდებოდეს აქციზის შემცირება, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მიიღოს სტაბილური ფასი და იმ დროს, როცა საერთაშორსო ფასი ან გაცვლითი კურის „ფუჭდება“, აქციზმა აიღოს დატვირთვა და შემცირდეს.
მივიღებთ იმას, რომ მომხმარებელი ვერ იგრძნობს გაზრდილ ფასს და 20-25 თეთრიან კონპენსაციას გააკეთებს. 20-25 თეთრის ფარგლებში არსებობს რეზერვი, რომ შესაბამისი აქციზით მოხდეს შემდგომი გაძვირების კომპენსირება”-აცხადებს ვასილ ხორავა.