მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობკომპანიების ნაწილმა კონკურენციის სააგენტოს ჯარიმა უკვე გადაიხადა

5b856a8a4f3fa
სალომე მეცხვარიშვილი
29.08.18 10:00
869
ნავთობკომპანიების ნაწილმა კონკურენციის სააგენტოს დაკისრებული ჯარიმა უკვე გადაიხადა. საქართველოს ბიუჯეტში 7 თვის მონაცემებით, 3 მილიონიანი ჯარიმიდან 2 273 995 ლარი უკვე გადახდილია.

კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა დაფარეს კონკურენციის სააგენტოს ჯარიმა, ცნობილი არ არის.

როგორც bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოში განუცხადეს, მათი გადაწყვეტილება ჯარიმის 55 მილიონიდან 3 მილიონამდე შემცირების თაობაზე არცერთ კომპანიას არ გაუსაჩივრებია. ჯარიმის გადახდის პროცესი კი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში, 55 მლნ ლარით დააჯარიმა .„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" - 14 381 385 ლარით, „სან პეტროლიუმ ჯორჯია" (გალფი) -11 267 384 ლარით, „რომპეტროლ საქართველო" - 10 845 806 ლარით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10 426 393 ლარით, „ლუკოილ-ჯორჯია" - 4 740 260 ლარით, „L ოილი" - 1 209 890 ლარით, „ი თი აი" - 1 172 766 ლარით, „ბინული 1" - 654 445 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები