მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტების ფასმა მოიმატა

5bdacb89d0466
ლევან თაღიაშვილი
01.11.18 13:38
770
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ნავთობპროდუქტების ფასი მომატებულია ლარის გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო ფასის გამო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზრდის ტრენდი გაგრძელდება, ფასის კიდევ მომატება გარდაუვალი იქნება.

"მოგეხსენებათ, არსებობს 2 ძირთადი  ფაქტორი, რომელიც ნავთობპროდუქტების საცალო-სარეალიზაციო ფასზე ახდენს გავლენას, ეს არის საერთაშორისო ფასი და გაცვლითი კურსი. სამწუხაროდ ბოლო 4 წლის განმავლობაში ნავტობის ფასი არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ასევე ამას ხელს უწყობს, რომ გაცვლითი კურსი, სამწუხაროდ, ასევე შეცვლილია და ბუნებრივია რეაქცია ეტაპობრივად იქნება იმპორტირებულ პროდუქციაზე. დღესდღეობით ჩვენ ქსელში მცირედით მოხდა გაზრდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ზრდის ტრენდი შეჩერდება, წინააღმდეგ შემთხევაში, თუ ტრენდი გაგრძელდება როგორც საერთაშორისო ფასის ასევე გაცვლითი კურსის, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული და სამწუხაროდ, ფასების გაზრდა გარდაუვალი იქნება''- განაცხადა ხორავამ. 

შეგახსენებთ, რომ ბრენდირებული ნავთობის ფასი საქართველოში 2.36 ლარიდან 2.68 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები