ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება.
იმპორტიორთა კავშირის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე როგორც ნავთობის ფასი, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი „S&P Global Platts“- ის მიხედვით.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციების ასახვა დროის გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოხდება საქართველოს საცალო ქსელზეც. ეს დამოკიდებულია იმ პროცესთან, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტსა და ადრე შედარებით მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის მისით ჩანაცვლებას. ჩანაცვლების პროცესი მიმდინარე პერიოდში შეიძლება დროში გაიწელოს საწვავის მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სეზონურობასთან (წლის ამ პერიოდში საწვავის მოხმარება შედარებით მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით). ამ პროცესის ასახვა ჩვენს საცალო ქსელში არსებულ საწვავის ფასებზე უკვე მოხდა. კერძოდ, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე შემცირდა საშუალოდ 5-7 თეთრით ლიტრაზე,ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.