მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე ფასი კვლავ იზრდება

ნავთობი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 83 დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით თითქმის 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ნედლი ნავთობი ამ დროისთვის 78 დოლარად ივაჭრება, ზრდა 0.6%-ს შეადგენს, ხოლო Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 79 დოლარია, რაც 4%-იანი ზრდაა გუშინდელთან შედარებით.

ნავთობის ფასზე გავლენას კვლავ აშშ-ირანის ურთიერთობები ახდენს. ირანში ომის დაწყებამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რადგან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაიკეტა. ეს სრუტე არის საკვანძო მარშრუტი, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) დაახლოებით 20% გადის.

მას შემდეგ, რაც ირანმა და აშშ-მა ივნისში სამხედრო ოპერაციების შეჩერებისა და სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნავთობის ფასი ომამდელ დონეს, ბარელზე დაახლოებით 70 დოლარს დაუბრუნდა. თუმცა ივლისის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევამ ფასი კვლავ გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები