საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გაზარდა 2018 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 99,3 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გავრცელებულ მარტის თვის ანგარიშში.
სააგენტოს პროგნოზით, 2018 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენს 1,5 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.
ამასთან სააგენტომ უცვლელი დატოვა 2017 წელს ნავთობზე მოთხოვნის შეფასება 97,8 მლნ ბარელის დონეზე დღე-ღამეში .
Oilnews

























