მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების ზრდაა მოსალოდნელი

5b20ea610a2cb
BM.GE
13.06.18 13:53
779
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო 2019 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების გაზრდას პროგნოზირებს 2018 წელთან შედარებით 1,4 მლნ ბარელით/დღე-ღამეში.

სააგენტოს პროგნოზით, 2018 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდა შეადგენს 1,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ოპეკის ქვეყნებმა გაზარდეს ნავთობის მოპოვება 50 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 31,69 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

საერთაშორისო სააგენტო ვარაუდობს ვარაუდობს, რომ "ოპეკი +"-ის შეთანხმების მიზანი ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით - მარაგების შემცირება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ბოლო 5 წლის საშუალო ოდენობამდე შესაძლოა მიღწეულ იქნეს უკვე მაისის თვეში.

Oilnews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები