ბიზნეს-ლიდერების დაახლოებით 30%-ს სჯერა, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემცირდება, რაც ექვსჯერ ნაკლებია გასული წლის 5%-იან მაჩვენებელთან შედარებით - რეკორდული ნახტომი პესიმიზმისაკენ. (მაშინ როდესაც გასული წლები გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების მაჩვენებელმა 29%-დან 57%-მდე აიწია). ეს არის ერთ-ერთი მთავარი იმ აღმოჩენებს შორის, რომელიც PwC-ის მიერ ჩატარებულმა მსოფლიოს 1,300 აღმასრულებლის რიგით 22-ე გამოკითხვამ აჩვენა და რომელიც დღეს იქნა წარდგენილი დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე.
თუმცა, საქმე არც ისე ცუდად არის: 42%-ს კვლავ სჯერა ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესების, რაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2018 წლის 57%-დან. მთლიანობაში, კომპანიების აღმასრულებლების შეხედულება გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით წელს გაცილებით პოლარიზებულია და მცირდება. ყველაზე გამოკვეთილი ცვლილება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკის კომპანიების აღმასრულებლების მიერ, სადაც ოპტიმიზმი 2018 წლის 63%-დან წელს 37%-მდე შემცირდა, სავარაუდოდ ფისკალური სტიმულირების შესუსტებისა და სავაჭრო სფეროში შექმნილი დაძაბულობის გამო. მნიშვნელოვანი ვარდნაა შუა აღმოსავლეთშიც, 52%-დან 28%-მდე, რეგიონში მზარდი ეკონომიკური ბუნდოვანების გამო.
აღმასრულებლების ოპტიმიზმის შესუსტებამ გავლენა მოახდინა ასევე მათი ქვეყნების საზღვრებს მიღმა არსებული ბიზნესების ზრდის სამომავლო გეგმებზე. აშშ 27%-ით ინარჩუნებს ზრდის თვალსაზრისით საუკეთესო ბაზრის პოზიციას, რაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2018 წელს არსებული 46%-დან. რიგით მეორე, ყველაზე მიმზიდველი ბაზრის, ჩინეთის პოპულარობაც მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წელს არსებული 33%-დან 24%-მდე. მთლიანობაში, წელს სიაში ამომავალი ვარსკვლავი ინდოეთია, რომელმაც გადაასწრო ჩინეთს, როგორც ყველაზე მზარდ ეკონომიკას .
”კომპანიების აღმასრულებელი პირების მოსაზრებები გლობალურ ეკონომიკაზე თანხვედრაშია ძირითად ეკონომიკურ მოლოდინებთან, რაც საპროგნოზო მაჩვენებლებით 2019 წელს შემცირებულია“. განაცხადა PwC-ის გლობალურმა თავჯდომარემ ბობ მორიცმა. „მოლოდინების შემცირება ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც იზრდება პროტექციონიზმის დონე და ვაჭრობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება“.
შემოსავლების მოკლევადიანი ზრდის მოლოდინი მკვეთრად დაეცა
გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული შეშფოთება ამცირებს მოკლევადიან პერიოდში აღმასრულებელი პირების პროგნოზებს საკუთარი კომპანიების მოკლევადიან პერსპექტივებთან მიმართებაში. კომპანიების აღმასრულებელი პირების 35%-მა განაცხადა, რომ მათ „საკმაოდ მტკიცედ სჯერათ“ მომდევნო 12 თვის განმავლობაში საკუთარი ორგანიზაციების ზრდის პერსპექტივის, რაც შემცირებულია გასული წლის 42%-თან შედარებით.
ზოგიერთი ქვეყნის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აღმასრულებელის პირების მოლოდინები ასახავს შემდეგ გლობალურ ტენდეციებს:
• ჩინეთში 2018 წელს არსებული 40%-დან 2019 წელს 35%-მდე ვარდა განპირობებულია გამოწვევებით ვაჭრობის სფეროში, აშშ-ს სატარიფო პოლიტიკით და შემცირებული წარმოებით;
• აშშ-ში 2018 წლის 52%-დან 2019 წელს 39%-მდე ვარდნა განპირობებულია გამოწვევებით ვაჭრობის სფეროში და ეკონომიკური ზრდის შემცირებით;
• გერმანიაში 2018 წლის 33%-დან 2019 წელს 20%-მდე ვარდნა განპირობებულია გამოწვევებით ვაჭრობის სფეროში, ეკონომიკური ზრდის შემცირებით და „ბრექსით“-თან დაკავშირებული რისკებით;
• არგენტინაში 2018 წლის 57%-დან 2019 წელს 19%-მდე ვარდნა განპირობებულია რეცესიით და სავალუტო კრახით;
• რუსეთში 2018 წლის 25%-დან 2019 წელს 15%-მდე ვარდნა განპირობებულია ექსპორტზე მოთხოვნის შემცირებით, ვალუტის მერყეობით და გაზრდილი უმუშევრობით.
წელს შემოსავლების ზრდას კომპანიების აღმასრულებელი პირების 77% გეგმავს ძირითადად საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდით, ხოლო 71% ორგანულ ზრდაზე დაყრდნობით.
საუკეთესო ბაზრები ზრდის თვალსაზრისით: მიუხედავად მნიშვნელოვანი ვარდნისა, აშშ-თან მიმართებაში მოლოდინები უცვლელია
მომდევნო 12 თვის განმავლობაში აშშ შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას როგორც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საუკეთესო ბაზარი. თუმცა, მრავალი კომპანიის აღმასრულებელი პირი გადავიდა სხვა ბაზრებზე, რაც აისახა კიდეც გამოკითხვაში მათ მიერ აშშ-ის სასარგებლოდ მიცემული ხმების ხვედრითი წილის ვარდნაში და მაჩვენებელი 2018 წლის 46%-დან 2019 წელს 27%-მდე შემცირდა. ჩინეთში ეს სხვაობა შემცირდა, თუმცა მისი პოპულარობაც შემცირდა - 2018 წელს ეს მაჩვენებელი 33% იყო, ხოლო 2019 წელს 24%-ია.
აშშ-თან სავაჭრო დაძაბულობის გამო ჩინეთის კომპანიების აღმასრულებელმა პირებმა მოახდინეს ბაზრების დივერსიფიკაცია, მათგან მხოლოდ 17%-მა შეარჩია აშშ, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 59% იყო.
ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საუკეთესო ხუთეულის დანარჩენი სამი ქვეყანაა გერმანია 13%-ით (შემცირებული 20%-დან); ინდოეთი 8%-ით (შემცირებული 9%-დან) და გაერთიანებული სამეფო 8%-ით (შემცირებული 15%-დან).
„აშშ-ის ბაზრისთვის ზურგის შებრუნება და ჩინური ინვესტიციების სხვა ქვეყნებისკენ მიმართვა, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო დავასთან დაკავშირებულ გაურკვევლობაზე რეაქციაა“, განაცხადა მორიცმა.
საფრთხეები: ეკონომიკური ხასიათისაა
რადგან ყველა ინდიკატორი მიგვანიშნებს ეკონომიკის ზრდის გარდაუვალ, გლობალურ შემცირებაზე, კომპანიების აღმასრულებლები აღნიშნავენ და ყურადღებას ამახვილებენ პოპულიზმის აღმასვლაზე იმ ბაზრებზე, სადაც ისინი ეწევიან ბიზნეს საქმიანობას. გაზრდილ საფრთხეებს შორის პირველ ათეულში სახელდება სავაჭრო კონფლიქტები , ბუნდოვანი მარეგულირებელი ჩარჩოები და პროტექციონიზმი, მაშინ როდესაც წინა წელს მთავარი საფრთხეები იყო ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება და მზარდი საგადასახადო ტვირთი.
კომპანიების იმ აღმასრულებელი პირებიდან, რომლებიც „უკიდურესად არიან შეშფოთებულნი“ სავაჭრო კონფლიქტების გამო, 88%-ი განსაკუთრებით აწუხებს ჩინეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის სფეროში არსებული გამოწვევები, აქედან 98%-ი აშშ-ის კომპანიების აღმასრულებელი პირები არიან, ხოლო 90%-ი - ჩინეთის.
ჩინეთის კომპანიების ის აღმასრულებელი პირები, რომლებიც „უკიდურესად არიან შეშფოთებულნი“ სავაჭრო სფეროში არსებული გამოწვევების გამო, უმეტესობა ირჩევს რეაქციულ მიდგომას, 62%-ი კი მიმართავს მიწოდების ჯაჭვისა და მიმწოდებლების წყაროების სტრატეგიის კორექტირებას. კომპანიების აღმასრულებელი პირების 58%-ი თავიანთი კომპანიების ზრდის სტრატეგიას სხვა ქვეყნების ბაზრებს უკავშირებს.
მონაცემები და ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი
წლევანდელი გამოკითხვა ეხებოდა ასევე ლიდერების რადარზე არსებულ ორ მნიშვნელოვან სფეროს, მონაცემები და ანალიზი (Data & Analytics) და ხელოვნური ინტელექტი (AI) - ამ სფეროებში გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ აღმასრულებელი პირების მოსაზრებების გასაცნობად.
მონაცემები და ანალიზი – ხანგრძლივი საინფორმაციო გარღვევა
წლევანდელ გამოკვლევაში დავუბრუნდით კითხვებს მონაცემების ადეკვატურობის შესახებ, რომლებიც პირველად 2009 წელს დაისვა. გამოვლინდა, რომ აღმასრულებლებს კვლავ აქვთ პრობლემები მონაცემებთან დაკავშირებით - ეს განაპირობებს მნიშვნელოვან საინფორმაციო გარღვევას, რაც ათი წელია გრძელდება. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ამ ხნის განმავლობაში მილიარდობით დოლარის ინვესტირების მიუხედავად კომპანიების აღმასრულებლები კვლავ ვერ იღებენ სრულყოფილ მონაცემებს, რაც საჭიროა მათი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისა და მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ბუნებრივია, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იზრდება ლიდერების მოლოდინი, თუმცა აღმასრულებლებმა იციან, რომ მათი ანალიზის შესაძლებლობები მხარს ვერ უბამს გასული ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულ მონაცემების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას. კითხვაზე, თუ რატომ ვერ იღებენ სრულყოფილ მონაცემებს, აღმასრულებლებმა დაასახელეს „ანალიზის შემსრულებელი ტალანტის ნაკლებობა“ (54%), რასაც მოსდევს „მონაცემების დაკონსერვება“ (51%), და „მონაცემების არასაიმედოობა“ (50%), როგორც ძირითადი მიზეზები.
რაც შეეხება უნარ-ჩვევების ნაკლოვანებების აღმოფხვრას თავიანთ ორგანიზაციებში, კომპანიების აღმასრულებლები თანხმდებიან, რომ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შეუძლებელია. 46%-ის აზრით გამოსავალია პროფესიული გადამზადება და უნარ-ჩვევების განვითარება, 17%-ი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემასთან მჭიდრო ბმა არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.
„ვინაიდან ტექნოლოგიური ცვლილებები ისევ ცვლის ბიზნესგარემოს, მონაცემების დამუშავების უნარისა და კარგი ციფრული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და სულ უფრო ჭირს მათი მოძებნა“, გაგვიზიარა მორიცმა. „თუმცა, სოციალური და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ბიზნესმა, სახელმწიფომ და საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა ერთად უნდა იმუშაონ ამ საკითხის გადასაჭრელად.”
ხელოვნური ინტელექტი
კომპანიების აღმასრულებლების 85% თანხმდება, რომ ხელოვნური ინტელექტი მკვეთრად შეცვლის მათ ბიზნესს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. თითქმის ორი-მესამედი მიიჩნევს, რომ მას უფრო მეტი გავლენა ექნება, ვიდრე ინტერნეტს.
მიუხედავად ხელოვნურ ინტელექტზე ოპტიმისტური წარმოდგენისა, აღმასრულებლების 23%-ს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით „გეგმა ამ ეტაპზე არ აქვს“, 35% „გეგმავს ამის გაკეთებას“ მომდევნო სამ წელიწადში. 33%-ს „ძალიან შეზღუდული მიდგომა აქვს“. ათიდან საშუალოდ ერთ აღმასრულებელ პირი უკვე ფართოდ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას სამუშაო ადგილებზე, ჩინეთის კომპანიების აღმასრულებლების 88%-ს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, ვიდრე შექმნის. აზია-წყნარი ოკეანიის სხვა აღმასრულებლებიც პესიმისტურად არიან განწყობილნი (60%, გლობალურ 49%-თან შედარებით). დასავლეთ ევროპისა (38%) და ჩრდილოეთ ამერიკის (41%) კომპანიების აღმასრულებელ პირებს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, ვიდრე შექმნის.
„მართალია, აზია-წყნარი ოკეანიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ორგანიზაციებმა ანგარიშებში ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს, მათი მოსაზრებები განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოტენციალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რა როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ მის განვითარებაში“, განაცხადა მორიცმა.