მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

5b4715f85733b
მეგი კავთუაშვილი
12.07.18 12:48
995
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი გენდერულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთ სხდომაზე გამოიკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებული აზრი მიუღებელია, მით უფრო თუ ეს აზრი ქალ წევრს ეკუთვნის. ინსპექტორისთვის მიმართვის გადაწყვეტილება ნაზი ჯანეზაშვილმა 11 ივლისს გამართული სხდომის შემდეგ მიიღო, სადაც მისი თქმით, სერგო მეთოფიშვილის მხრიდან არაერთ არაეთიკურ გამოსვლას ჰქონდა ადგილი.

„მოსამართლე კოლეგას არ უნდა მიუთითებდეს არაპროფესიონალიზმზე. ჩვენ ხშირად ვნახულობთ რომ არამოსამართლე წევრებს ის ხშირად უწოდებს არაპროფესიონალებს. ასეთი ჩანაწერი მე გადავეცი ინსპექტორს, აქ ინტერპრეტაციები საჭირო არ არის, პირდაპირ საუბრობს არაპროფესიონალიზმზე, არაკომპეტენტურობაზე და ა.შ. ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ერთი რომ საბჭოში განსხვავებული აზრი არის მიუღებელი. მე მიხარია რომ ამას გამოეხმაურნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაიები, მათ შორის, საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ხოლო მეორე ფაქტორი არის ის, რომ შენ ხარ ქალი. მოსამართლეები არიან უმრავლესობაში იუსტიციის საბჭოში. მათ შორის 7 არის მამაკაცი. როგორც ჩანს სასამართლო სისტემაში, ქალებს ლიდერულ პოზიციებზე არ ირჩევენ. სერგო მეთოფიშვილი არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე. თეორიულად, მომავალი 7-8 წელი იგი იქნება მართმსაჯულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი. იგი არის თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას აქვს მაღალი პასუხისმგებლობები, სრულიად განსხვავებული და აქვს ვალდებულება, რომ ეს ეთიკური სტანდარტები დაიცვას.“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობის დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები