Forbes NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და შემოსავლიანი მოთამაშეების ათეულს აქვეყნებს. კალათბურთელებისთვის 2018 წელს შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი კი, 2016/17 წლების სეზონის სტარტზე, 9 წლიანი კონტრაქტია, რომელიც ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ, ESPN- თან და TNT- სთან გააფორმა, ღირებულებით 24 მილიარდი დოლარი. ამ დროისათვის 24 მოთამაშეს აქვს 20 მილიონი დოლარის წლიური ანაზღაურება, თუმცა შემოსავლების მთავარი წყარო, უმეტეს შემთხვევაში, სარეკლამო კონტრაქტებია.
რაც შეეხება ათეულს, მას ლებრონ ჯეიმსი ლიდერობს. კლივლენდ კავალირესის კალათბურთელმა წელს შემოსავლის სახით 85,3 მილიონი დოლარი მიიღო.
აქედან 33,3 მილიონი ხელფასია, შესაბამისად 52 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებდან მიღებული ანაზღაურებაა. მეორე ადგილს რეიტინგში, „გოლდენ სტეიტ ვორიორსის“ სტეფან კარი იკავებს, 76,7 მილიონით. ხელფასი: 34,7 მილიონი რეკლამა: 42 მილიონი.
ათეული კი ასე გამოიყურება:
კევინ დიურანტი - $58 მილიონი
ჯეიმს ჰარდენი - $48,3 მილიონი.
რასელ უეზბრუკი - $47,5 მილიონი
დემიან ლილარდი - $40,2 მილიონი
ბლეიკ გრიფინი - $35,5 მილიონი
იანის ანტეტეკუმპო - $35,5 მილიონი
კარმელო ენტონი - $33,2 მილიონი
ენტონი დევისი - $32,8 მილიონი

























