მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NBA ფართოვდება - ორგანიზაციას ორი ახალი გუნდი დაემატება

Seattle Las Vegas

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი საკალათბურთო ლიგა NBA 2 გუნდით ფართოვდება. NBA-ს ცნობილი ინსაიდერის, შემს შარანიას ინფორმაციით, ასოციაციის საბჭომ გაფართოების მიზნით 2 ფრენჩაიზის დამატება დაადასტურა.

2028-2029 წლების სეზონიდან NBA-ში სიეტლისა და ლას-ვეგასის გუნდებს ვიხილავთ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიგა აპირებს ახალ მფლობელებთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებას, თითოეული ფრენჩაიზის ღირებულება კი $7-იდან $10 მილიარდამდე ფასდება.

ცნობისთვის, სიეტლმა ლიგა 2008 წელს დატოვა, როცა იგი ოკლაჰომამ ჩაანაცვლა. ხოლო ლას-ვეგასი ბოლო წლების განმავლობაში მთავარი სპორტული ცენტრია, რომელიც NBA-ს ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სიეტლი საქართველოსთვის საკმაოდ ნაცნობი გუნდია, რადგან 1998 წლის დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია 27-ე პიკად სწორედ ამ კლუბმა აირჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები