მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBA-ის ფინალების მოქმედი MVP ჯეილენ ბრაუნი საკუთარ ფეხსაცმელების ხაზს ქმნის

ჯეილენ ბრაუნის ფეხსაცმელები

“ბოსტონ სელტიკსის” ფორვარდი ჯეილენ ბრაუნი ამიერიდან საკალათბურთო პარკეტზე საკუთარ, დამოუკიდებელ ფეხსაცმელებს მოირგებს. კომპანიის სახელწოდება “741” იქნება და მინიმალისტური დიზაინითა და ტექნოლოგიური სიკეთეებით იქნება დატვირთული. სახელწოდებაში რიცხვი 7 აღნიშნავს სულიერ გამოღვიძებას და სიბრძნეს, 4-იანი მძიმე შრომას, სტაბილურობასა და პრაქტიკულობას, ხოლო ერთიანი ახალი წამოწყებების, კრეატიულობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

სხვადასხვა ინფორმაციით, ზრდასრულებისთვის ფეხსაცმლის ფასი წინასწარ გაყიდვებში 200 დოლარი იქნება, ხოლო საბავშვო ზომა 70 დოლარად შეფასდება.
თავად ბრაუნის განცხადებით მან სხვადასხვა კომპანიების 50 მილიონიანი წინადადები უარყო იმისათვის, რომ საკუთარი ბრენდი დაეარსებინა.

კალათბურთელის პირველი წყვილი ფეხსაცმლის პრემიერა 22 ოქტომბერს შედგება, ზუსტად იმ დღეს, როდესაც NBA-ის სეზონი განახლდება. ცნობილია, რომ ბრაუნი 2021 წლამდე “ადიდასის” ფეხსაცმელებს ირგებდა, ხოლო მას შემდეგ “ნაიკის” კობი ბრაიანტის ბოტასებსა და კვლავაც “ადიდასს” იცვამდა, მაგრამ რადგანაც კონტრაქტი არ ჰქონდა გაფორმებული სტიკერებით ბრენდების ლოგოებს ფარავდა.

წარსულში ბრაუნს კონფლიქტიც კი მოუვიდა ამერიკული სპორტული ფეხსაცმელების უმსხვილეს მწარმოებელთან თავისი მეგობრის კაირი ირვინგის გამო, რომელსაც კომპანია ანტისემიტიზმში ადანაშაულებდა. ჯეილენი ამ ფაქტიდან გამომდინარე იმასაც კი ვარაუდობს, რომ სწორედ “ნაიკიმ” ითამაშა დიდი როლი აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების მიღმა მის დატოვებაში, მაშინ როდესაც თავისი გუნდიდან ჯეისონ ტეიტუმი, დერიკ უაითი და ჯრუ ჰოლიდეი წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ჯეილენ ბრაუნს NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული კონტრაქტი აქვს. მან 5 წელზე გათვლილი 304 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა რითაც 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. მასზე მდიდრული შეთანხმება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ მის თანაგუნდელ ჯეისონ ტეიტუმს აქვს, რომელმაც ასევე ხუთ წლიანი, თუმცა 315 მილიონად შეფასებული ხელშეკრულება გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები