მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBA-ის მიმდინარე სეზონში დასწრებადობის რამდენიმე რეკორდი დამყარდა

NBA დასწრებადობის რეკორდი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დასრულდა და ორგანიზაციამ სხვადასხვა რეკორდული მაჩვენებლების გამოქვეყნება დაიწყო. როგორც ირკვევა 2023/24 წლების სეზონში რეკორდები დამყარდა გულშემატკივრების ჯამური და საშუალო დასწრებადობის მაჩვენებლისა და ბილეთების გაყიდვის მიხედვით.

2023/24 წლების რეგულარულ სეზონში თამაშებს სულ 22,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, წინა რეკორდი კი გასულ წელს დამყარდა, როცა რეგულარულ სეზონს, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, ტრიბუნებიდან 22,2 მილიონმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ სეზონში სულ 791 თამაშზე გაიყიდა ყველა ბილეთი სრულად, წელს კი ანშლაგი 872 თამაშზე დაფიქსირდა. 2023/24 წელს NBA-ის თამაშებს საშუალოდ 18 322 ადამიანი ესწრებოდა (შარშან - 18 077) და მთელი წლის განმავლობაში ჯამში არენები 98%-ით გაივსო.

სულ ათმა გუნდმა: “ბოსტონ სელტიკსმა”, “კლივლენდ კავალიერსმა”, “დალას მავერიკსმა”, “დენვერ ნაგეთსმა”, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა”, “მაიამი ჰიტმა”, “მინესოტა ტიმბერვულვზმა”, “ფილადელფია 76-მა”, “ფინიქს სანსმა” და “საკრამენტო კინგსმა” დააფიქსირეს სეზონის 82-ვე თამაშზე ანშლაგი.

რეკორდებით დახუნძლულ სეზონს გულშემატკივრები ჯამში 150 ქვეყნიდან დაესწრნენ, რაც ასევე უდიდესი მაჩვენებელია.

NBA-ის Play In ტურნირს, საიდანაც გუნდები უკვე პლეი ოფს შეუერთდებიან, წელს საშუალოდ ასევე რეკორდული 18 208 ადამიანი დაესწრო.
ცნობისთვის, Play In ტურნირი 20 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც უკვე მთავარ საკალათბურთო სანახაობას - NBA-ის პლეი ოფს ვიხილავთ.