რეკორდული რაოდენობის სპონსორებისა და დასწრებადობით 2023/24 წლების სეზონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, რადგან კომპანიამ 13 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ასეთმა შემოსავალმა კი 30-ვე ფრენჩაიზის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა და საშუალოდ თითო გუნდის ფასმა 4,4 მილიარდი შეადგინა, რაც 15%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
მაგალითისთვის ათი წლის წინ, როდესაც სტივ ბალმერმა “ლოს-ანჯელეს კლიპერსი” შეიძინა 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა, რაც ყველას გადაზედმეტებული მოეჩვენა, თუმცა დღეს კლუბის ფასი გასამმაგებულია და მხოლოდ 2 მილიარდი მათი ახალი “Intuit Dome” არენას აშენება დაჯდა.
ასეთი ფასების ზრდა სხვა კლუბებსაც ელის, რადგან იგეგმება “ტორონტო რაპტორსის” მოედნის 300 მილიონიანი განახლება, 800 მილიონი აქვს გამოყოფილი “ოკლაჰომა სითი თანდერის” ხელმძღვანელობას, გასულ კვირას კი ვაშინგტონის მერმა მურიელ ბოუსერმა დაადასტურა ფინანსური შეთანხმება ადგილობრივი საკალათბურთო კლუბის მოედნის “Capital One” არენას განახლებასთან დაკავშირებით.
ახალი მოედნის გავლენის შესახებ უკეთესი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ უნდა ვთქვათ “გოლდენ სტეიტ უორიორსის” შესახებაც, რომელიც ზედიზედ მესამე წელია 8,8 მილიარდი დოლარით ყველაზე ძვირად შეფასებული NBA-ის გუნდია. 2018/19 წლებში გუნდმა არენიდან 440 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მას შემდეგ რაც გასულ წელს ახალ მოედან “Chase Center”-ში გადაბარგდნენ შემოსავალი 700 მილიონამდე გაიზარდა. ასეთი შემოსავალი მხოლოდ მოედნიდან მსოფლიოში მათ გარდა სულ 4 გუნდს აქვს: “დალას კოვბოის”, მადრიდის “რეალს”, “მანჩესტერ სიტის” და “ბარსელონას”.
“უორიორსის” მსგავსად 7 მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯეს “ნიუ-იორკ ნიქსმა” ($7,5მლრდ) და “ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ($7,1მლრდ). მთლიანად სპორტის ინდუსტრიაში კი ეს მაჩვენებელი ხუთმა ფრენჩაიზმა გადალახა - ბეისბოლიდან “ნიუ-იორკ იანკისმა” ($7,55მლრდ) და ამერიკული ფეხბურთიდან ოთხმა გუნდმა, რომელთა შორისაც გამოსარჩევი “დალას კოვბოისია” $10,1 მილიარდით, რაც მას ყველაზე ძვირად შეფასებულ სპორტულ კლუბად აქცევს.
ლიგის ყველაზე დიდი შემოსავალი მაინც ახალ მედია ხელშეკრულებას უკავშირდება ABC/ESPN, NBC/Peacock and Amazon Prime Video-სთან, რომელმაც 11 წელიწადში ორგანიზაციას 76 მილიარდი დოლარი უნდა მოუტანოს. ეს კი წლიურად 6,9 მილიარდი დოლარია, რაც წინა შეთანხმებას ორჯერ და უფრო მეტად აღემატება.
2024 წლის ყველაზე ძვირად შეფასებული NBA-ის გუნდების ხუთეული კი ასე გამოიყურება:
5. “ლოს-ანჯელეს კლიპერსი” - $5,5 მილიარდი
მფლობელი: სტივ ბალმერი
4. “ბოსტონ სელტიკსი” - $6 მილიარდი
მფლობელი: ვიკლიფ და ირვინგ გროუსბეკები, სტივენ პალიუკა და რობერტ ეპშტეინი
3. “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” - $7,1 მილიარდი
მფლობელი: ჯერი ბასის ოჯახი, მარკ უოლტერი და ტოდ ბოელი
2.“ნიუ-იორკ ნიქსი” - $7,5 მილიარდი
მფლობელი: Madison Square Garden Sports
1. “გოლდენ სტეიტ უორიორსი” - $8,8 მილიარდი
მფლობელი: ჯო ლეიკობი და პიტერ გუბერი