მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NBA-ს სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკოუნმპო “ჩელსის” ქალთა გუნდის მეწილე გახდა

ანტეტოკოუნმპო ჩელსი

NBA-ს სუპერვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ განაცხადა, რომ იგი “ჩელსის” ქალთა გუნდის მფლობელთა ჯგუფს შეუერთდა.

“მილუოკი ბაქსის” ფორვარდი ანტეტოკოუნმპო პარტნიორობას იწყებს Reddit-ის დამფუძნებელ ალექსის ოჰანიანთან, რომელმაც გასულ წელს დაახლოებით $27.2 მილიონი გადაიხადა და მოქმედი ქალთა სუპერლიგის ჩემპიონების დაახლოებით 10%-იანი წილი შეიძინა.

“ვამაყობ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემს მეგობარ ალექსის ოჰანიანთან ერთად შევუერთდი “ჩელსის” ქალთა გუნდის მფლობელთა ჯგუფს - ისტორიულ კლუბს, რომელიც ვნებაზე, სრულყოფილებასა და გამარჯვების კულტურაზეა აგებული“, — დაწერა 31 წლის ანტეტოკოუნმპომ X-ზე.

დასავლეთ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ბერძენი კალათბურთელის ჩართვა “Chelsea Women”-ის მფლობელთა ჯგუფში, თუმცა არ გაამჟღავნა არც მისი წილის მოცულობა და არც ის შეფასება, რასაც გუნდის ღირებულებაზე აკეთებს.

ანტეტოკოუნმპო NBA-ს სუპერვარსკვლავების მზარდ სიას შეუერთდა, რომლებიც საფეხბურთო კლუბების მფლობელობაში შედიან. ლებრონ ჯეიმსი 2011 წლიდან “ლივერპულის” მცირე წილის მფლობელია და ცალკე ინვესტიციები აქვს “მილანში”, ხოლო კევინ დურანტი 2024 წელს “პარი სენ-ჟერმენის” მინორიტარი აქციონერი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები