მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NBA-ში სეზონის განმავლობაში თამაშების შემცირებაზე მსჯელობენ

თამაშების რაოდენობა NBA-ში

NBA-ში სეზონის განმავლობაში თამაშების შემცირებაზე მსჯელობენ. ლოკაუტით შემოკლებული სეზონების გარდა, ლიგა 1967-68 წლებიდან ყოველწლიურად 82 რეგულარული მატჩის ფორმატით თამაშობს. თუმცა Indiana Pacers-ის მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი და Golden State Warriors-ის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს.

კერმა ამ საკითხზე არაერთხელ ისაუბრა. მისი გუნდი სეზონის დასაწყისში ძალიან დატვირთულ გრაფიკში აღმოჩნდა - 19 ნოემბერს მათ უკვე მე-12 გასვლითი მატჩი ჩაატარეს, მაშინ როცა Houston Rockets-ს მთლიანობაში მხოლოდ 13 თამაში ჰქონდა ჩატარებული. მსგავსი დატვირთული პერიოდები ყველა გუნდს აქვს, თუმცა "გოლდენ სტეიტისთვის“ ეს განსაკუთრებით ადრე და რთულად დაიწყო.
“ვიცი, ეს ლიგის ოფისისთვის პოპულარული აზრი არ იქნება, მაგრამ მაინც ვიტყვი აშკარაა, რომ ნაკლები მატჩი უნდა ვითამაშოთ. მინიმუმ 10 თამაში უნდა მოიხსნას კალენდრიდან. ვფიქრობ, ასე ლიგა უფრო კონკურენტული და ჯანმრთელი გახდება,“ - თქვა კერმა ESPN-თან.

ამ იდეის მიხედვით, მეტი სავარჯიშო დრო გააუმჯობესებდა როგორც გუნდების თამაშს, ისე მთლიან ლიგას. უფრო ჯანმრთელი მოთამაშეები, განსაკუთრებით ვარსკვლავები, უფრო ხშირად ითამაშებდნენ, რაც გულშემატკივრების ინტერესსაც გაზრდიდა. თუმცა ამას ფინანსური ფასი ექნებოდა ნაკლები თამაში ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს ლიგისა და გუნდებისთვის.

კერმა ასევე აღნიშნა, რომ დატვირთული გრაფიკის გამო მის გუნდს ვარჯიშის დრო პრაქტიკულად არ ჰქონდა. მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა Indiana Pacers-საც 12-დან 18 მარტამდე მათ 7 დღეში 5 თამაში ჩაატარეს, მათ შორის ზედიზედ მატჩები სხვადასხვა ქალაქში. კარლაილმა გუნდის ჩვეულებრივი დღის განრიგიც კი შეცვალა, რათა მოთამაშეებს მაქსიმალურად დაესვენათ.

კარლაილმა ასევე ფინანსურ მხარეზეც გაამახვილა ყურადღება: “მთავარი კითხვაა - შეძლებენ თუ არა მხარეები ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თამაშების რაოდენობას შეამცირებს ისე, რომ ფინანსურ სისტემას სერიოზულად არ დააზარალებს?“ მან აღნიშნა, რომ ლიგის კომისარი ადამ სილვერი ადრე საუბრობდა სეზონის 78 მატჩამდე შემცირების შესაძლებლობაზეც. „ოთხი მატჩის შემცირებაც მნიშვნელოვანი იქნება, 10 კი იდეალური. მაგრამ შეძლებენ თუ არა ფინანსური ბალანსის შენარჩუნებას?“ - დასვა კითხვა მან.

ამ სეზონში “პეისერსი“ ტრავმებით განსაკუთრებით დაზარალდა. გუნდში 27 მოთამაშემ ითამაშა, თუმცა 65 მატჩს შესაძლოა მხოლოდ ოთხმა მიაღწიოს, რაც სრული სეზონის დაახლოებით 80%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები