მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NBG:რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება;

რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ია. სებმა გადაწყვეტილება დღესაც წინა სხდომების მსგავსად მხოლოდ წერილობით ამცნო საზოგადოებას და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პრესსამსახურის მიერ ჩაწერილი კომენტარით შეაფასა. ნათია თურნავა ბოლ რამდენიმე სხდომა რაც საჯაროობისთვის არაერთხელ შექებული ეროვნული ბანკის პოლიტიკას ცვლის და ტრადიციული ბრიფინგებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას და მასთან დაკავშირებულ მოკლე განმარტებას, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთის უცვლელობა შიდა და გარე გამოწვევების მატებით ახსნა. მარეგულირებელი პრესრელიზში სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსის ზრდაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ თუ დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები