მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NCDC-ის ინიციატივა: 1 თებერვლიდან უსიმპტომო პირების სისტემური ტესტირება დროებით უნდა შეჩერდეს

61efb8c5c9938
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 12:45
804
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს NCDC-იმ საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით 1 თებერვლიდან უსიმპტომო პირები კოვიდის გამოვლენის მიზნით ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, უსიმპტომო და კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები 8 დღით იზოლაციას უნდა დაექვემდებარონ.

„საქართველოს ლაბორატორიული გამოვლენის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი აქვს. ტესტირება საკმაოდ ფართოა, დღეს ისევ მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიას. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებში.

ინფიცირებულთან კონტაქტირებული უსიმპტომო ადამიანი 8 დღე უნდა იყოს სახლში. ჩვენ შევდივართ წინადადებით საბჭოზე, რომ 1 თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო ადამიანების, სისტემური ტესტირება შევაჩეროთ, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რათა ძირითადად სიმპტომებიანი ადამიანების გატესტვაზე გადავერთოთ. სიმპტომიანი ადამიანები სასურველია რომ ყველა გაიტესტოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე - ეს ინიციატივა ეხება თუ არა ეკონომიკური საქმინობის დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო თებერვლამდე აფინანსებს, ამირან გამყრელიძემ უპასუხა: „დიახ, იქ სადაც სავალდებულო ტესტირება იყო უსიმპტომო ადამიანების, დღევანდელი წინადადებით თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება მოხდეს, როგორც სწრაფი, ასევე პისიარ ტესტებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები