დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლები განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც ისინი მტკიცე მხარდაჭერას და ერთგულებას გამოხატავენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.
"თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ იშურებს შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით.
წლების განმავლობაში სწორედ დასავლური, ამერიკული და ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და განვითარდა ცენტრი, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, საფუძველი ჩაეყარა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შექმნას, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების ჩამოყალიბებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულების განვითარებას, რაც განსაკუთრებით ეფექტური იყო COVID-19 პანდემიისას, უსაფრთხო სისხლის სისტემის განვითარებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვას და მრავალი სხვა.
2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააზიანებს ქვეყნის წინსვლას.
მტკიცედ გვჯერა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების და დასავლური ღირებულებების ერთგული!", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 123 თანამშრომელი აწერს.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. "მეამაყებით, მადლობა სწორი და ღირსეული პოზიციისთვის!", - წერს გამყრელიძე,