მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NDI: 14% ფიქრობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება

591573accb424
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.17 12:40
1129
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% ფიქრობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, 12% პასუხობს, რომ არ იცის, 74% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამავე გამოკითხვის შედეგად, 26% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან მოახდენს ქართული მენტალიტეტის დაკარგვას, 60% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
22% ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველო დაკარგავს თავის ეროვნულ იდენტობას, 65% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, 78%-ის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რიგითი ადამიანები ვერ გაწვდებიან ევროკავშირში მოგზაურობას. 14% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები