აღნიშნულიდან გამომდინარე გამოკითხულთა 97%-სთვის მისაღებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეგულარული შემოწმება. თბილისში ეს მაჩვენებელი 100%-ს აღწევს.
ამავე კვლევაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასევე მიჩნეულია ჰაერის დაბინძურება: გამოკითხულთა 67%-ს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ძალიან პრობლემატურია 26% კი ფიქრობს, რომ მეტ-ნაკლებად პრობლემატურია.
მწვავე საკითხად მიიჩნევს მოსახლეობა ასევე დაუმუშავებელ და ცუდად მართულ ნაგავსაყრელებს: გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ძალიან პრობლემატურია, 24% კი მეტ-ნაკლებად პრობლემატურად მიიჩნევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნაგვის სავალდებულო დახარისხება-გადამუშავების მომხრეა 94%. ეს მაჩვენებელი თბილისში 98%-ია.
ამავე პრობლემებს შორის მოხვდა ენერგიის არაეკონომიური გამოყენება: გამოკითხულთა 37%-ს ეს ძალიან პრობლემატურ საკითხად მიაჩნია, 39%-ს კი ნაკლებად პრობლემატურად.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

























