ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდ ტელევიზიას ასახელებს, 21%-სთვის კი ინფორმაციის მიღების პირველწყარო ინტერნეტი/facebook-ია.
თბილისში შედარებით განსხვავებული მონაცემებია, ამ შემთხვევაში ტელევიზია ინფორმაციის პირველწყაროა 61%-სთვის, ინტერნეტი კი 33%-სთვის.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ინფორმაციას ასევე იღებენ გაზეთებიდან, ოჯახის წევრებისგან და ნათესავებისგან, რადიოდან და ა.შ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

























