კერძოდ, კითხვაზე - რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, 31% პასუხობს, რომ დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, 24% - უმუშევარია, 15 % - პენსიონერია და არ მუშაობს, ასევე 15 % - თვითდასაქმებულია, 12% - დიასახლისია და არ მუშაობს, 4% კი, სტუდენტი ან შშმ პირია, რომელიც არ მუშაობს.
როგორც კვლევის მთავარ მიგნებებშია აღნიშნული, მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49%), სიღარიბე (39%) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20%) ექცევა.
„ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია”, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.

ცნობისთვის: NDI-ის კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით განხორციელდა, რომლის დროსაც 2 045 მოქალაქე გამოიკითხა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.




























