NDI: გამოკითხულთა 29% ინტერნეტს არასოდეს იყენებს, 1%-მა კი არ იცის, რა არის ინტერნეტი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 29% აცხადებს, რომ ინტერნეტით არასდროს სარგებლობს, 1%-მა კი საერთოდ არ იცის, რა არის ის.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ინტერნეტქსელით ყოველდღიურად სარგებლობს, 9% - კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო 7% თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად.
კვლევა აჩვენებს, რომ დედაქალაქში ინტერნეტით რესპონდენტების 17% საერთოდ არ სარგებლობს, სოფლებში კი ეს მაჩვენებელი 43%-მდე ადის.
ინტერნეტის მოხმარება ყველაზე მაღალია (93%) 18-დან 34-წლამდე ასაკის რესპონდენტებში, ყველაზე დაბალი კი (68%) - 55 წლის ზემოთ ასაკის რესპონდენტებში.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.