მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NDI: გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ბევრი ქართველი წავა ემიგრაციაში

59156f87a7cf3
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.17 13:00
1117
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ბევრი ქართველი წავა ემიგრაციაში, გამოკითხულთა მხოლოდ 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოში უცხოელი ლტოლვილები ჩამოვლენ, 31% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამასთან, 38% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ გაამარტივებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პროცესს. 40% მიიჩნევს, რომ გაამარტივებს.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები