NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74% საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაციას არ ემხრობა. ამავე კვლევაში გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ ლეგალიზაცია უნდა მოხდეს, 8% კი პასუხობს, რომ არ იცის.
NDI-მ ასევე გამოიკვლია მოსახლეობის განწყობა საკითხზე: უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო?
გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევაში პირმა სასჯელი არ უნდა მოიხადოს, 40% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ციხის სასჯელი აუცილებელია, 6%-მა კი უპასუხა, რომ არ იცის.
უნდა ითქვას, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2017 წლის ივნისში ჩატარდა, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ ციხეში სასჯელის მოხდა აუცილებელია. თუ გასულ წელს ასე 36% ფიქრობდა, წელს ეს რიცხვი 40%-ია.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.