მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NDI: მოსახლეობის 38%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

5c4ea98019594
BM.GE
28.01.19 10:51
606
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 29% არსებულ კურსს მხარს უჭერს.

NDI-ის წინა კვლევასთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, შემცირებულია.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები