მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NDI: პარტიების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება

579b06ac7d3d5
BM.GE
29.07.16 11:30
3404
NDI-ის განცხადებით, თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, არჩევნების შედეგების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია: მოქალაქეების უმეტესობას სურს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა კვლავაც არ იცის რა არჩევანს გააკეთებს. ამასთან, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ივნისში CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, ჯამში 4113 ინტერვიუ ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/_ 2,1%-ია.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხული რესპოდენტების 67% ამბობს, რომ მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებდა, ხოლო 33% კი არა. ასევე მათგან ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ყველაზე დიდი წილი ახალგაზრდებს უჭირავს, - ამ ჯგუფში 18-35 წლამდე ასაკის პირებს 40% უკავიათ.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-ს გადაწყვეტილი აქვს, 57-ს კი არა.

გამოკითხულთა 27%-სთვის მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 19%-სთვის ქართული ოცნება, ხოლო 15%-სთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა, 38%-მა პასუხი „არ ვიცი“ დააფიქსირა, 17%-მა ქართული ოცნება, ხოლო 14-მა პროცენტმა პასუხზე უარი განაცხადა, 13% კი ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. შემდეგ მოდის პასუხი - არცერთი პარტია; გამოკითხულთა 4% ხმას მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის მისცემს, 3% პატრიოტთა ალიანსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები