კვლევის მიხედვით, მოსახლოების 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 3%-ით მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აღქმით, ახლა უფრო მეტი ადამიანი არის უმუშევარი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 37% პასუხობს, რომ დასაქმებულია.
NDI ამ კითხვას მოსახლოებას წარსულშიც უსვამდა. 2010-2017 წლების მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 30%-დან 40%-მდე გაიზარდა.
NDI-ის მონაცემებით, დიდ ქალაქებში დასაქმების მაჩვენებელი 40%-ია, უმცირესობათა დასახლებებში 23%, ხოლო სოფლად კი 38%-ია.

























