იტალიური გავლენიანი გამოცემის Corriere Dello Sport-ის ცნობით ქალაქ ნეაპოლში Multicinema Modernissimo-ში ბაადურ წულაძის გენიალურ ფილმს, „ფეოლას’’ უჩვენებენ, რომელშიც მთავარ “ბონდო დოლაბერიძის” როლს დიდებული ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია ასრულებს.
ჟურნალისტი ნინა მამუკაძე, რომელიც 12 წელია იტალიაში ცხოვრობს, Corriere Dello Sport-თან საუბარში აღნიშნავს, რომ როდესაც იტალიელებმა მას კითხვები კვარაცხელიასა და მთლიანად საქართველოს შესახებ დაუსვეს გადაწყვიტა, რომ ქართული კინემატოგრაფია და ისტორია ფეხბურთის საშუალებით გაეცნო მათთვის:
“”ფეოლა" უნივერსალური ფილმია, რომელიც ბევრ თემას მოიცავს. ქართველებს ეს ფილმი ძალიან უყვართ და ამ ფილმში გაჟღერებულ ფრაზებს დღემდე იყენებენ. ყველა დაინახავს, როგორ შეიძლება გახდე ჩემპიონი არაფრიდან. ზუსტად ისე, როგორც კვარა" - განაცხადა ნინა მამუკაძემ.
ცნობისთვის „ფეოლა’’ 1970 წელს რეჟისრომა ბაადურ წულაძემ გადაიღო, სცენარის ავტორები რეზო გაბრიაძე და გიორგი ჩარკვიანი არიან, ხოლო ფილმში გამოყენებულ მუსიკალურ კომპოზიციებზე ლეგენდარულმა გია ყანჩელმა იმუშავა. ფილმი იტალიურ ენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ითარგმნა.