მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეაპოლში ტურისტების გაქურდვის ფაქტები ხშირია - როგორ ებრძვის მთავრობა პრობლემას?

62bc1a733eeac
მარიამ ადამია
29.06.22 22:23
853
ნეაპოლში ტურიზმის სამსახურმა მოხშირებული ქურდობის გამო, ტურისტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში ყველაზე ხშირად ძვირად ღირებულ მაჯის საათებს იპარავენ, პირველ ეტაპზე, სასტუმროები დამსვენებლებს ძვირად ღირებული საათების ნაცვლად ქუჩაში სატარებლად ბიუჯეტურ საათს შესთავაზებენ. მიზანი არის ის, რომ ტურისტებმა ძვირად ღირებული ნივთები და განსაკუთრებით საათი, ნომერში დატოვონ, მის ნაცვლად კი, იაფი ალტერნატივა ატარონ, რომლის საშუალებითაც გააკონტროლებენ დროს და მეტად უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.

როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო Italian news agency ANSA იუწყება, დაზარალებულებს შორის, ჰოლივუდის მსახიობები, ასევე ბიზნესმენები და მსოფლიოს გავლენიანი ადამიანებიც ყოფილან. შესაბამისად, მოპარულა 39,000 ევროს და კიდევ უფრო ძვირი საათები. ძარცვის მეთოდებიც განსხვავებულია, თუმცა უმეტესად საავტომობილო მოძრაობის დროს იპარავენ, თუ მგზავრს ღია ფანჯარაში ხელი აქვს გამოყოფილი. ამ დროს მძარცველები სკუტერით გადაადგილდებიან და სულ რამდენიმე წამში საათი იკარგება.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ნეაპოლში ტურისტებს შეეძლოთ მშვიდად დასვენება, ამიტომ ყველა სასტუმრო და ადგილობრივი უწყება ჩართულია პროცესში, ტურისტების დასაცავად. 

"ნეაპოლში ქურდობის პრობლემა არაფრით განსხვავდება იტალიის სხვა ქალაქებისგან. მსგავსი ფაქტი ხშირია მაგალითად მილანში, რომში, ან თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა დიდი ქალაქში, სადაც ტურისტების რაოდენობა მზარდია. ანუ ჯიბის ქურდები არიან ყველგან. მთავარია როგორია მათთან ბრძოლისა და აღმოფხვრის გზები და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია, ჩართულობა პრობლემის აღმოფხვრის პროცესში," - ამბობს CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლის ტურიზმის ხელმძღვანელი ცესარე ფოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები