მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნებართვა დამტკიცებულია, სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობისთვის ვემზადებით“ - დავით კერესელიძე

რედაქტ2

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“, ბოხუას ქუჩაზე, სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობისთვის ნებართვა მიიღო.

„რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ "გრგ" (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დამტკიცებულია და მშენებლობის ეტაპზე უახლოეს მომავალში გადავალთ“ - განაცხადა, დავით კერესელიძემ, “ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, BMGTV ის გადაცემა „რედაქტ-2“-ში.

მისი თქმით, ცენტრის განვითარებას ბევრი სხვა პროცესი უკავშირდება. კომპლექსი ორ მულტიფუნქციურ დარბაზს მოიცავს, რომლებიც სპორტული დარბაზის, კინოსტუდიის და საკონფერენციო სივრცის ფუნქციებს ითავსებენ.

დავით კერესელიძის თქმით, სპორტული მედიცინის ცენტრის არსებობა სხვადასხვა მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევთ, ეს იქნება სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი, დარბაზები და მოედნები ბავშვთა საფეხბურთო აკადემიისთვის, საგანმანათლებლო ცენტრი სპორტში და მედიცინაში ჩართული ადამიანებისთვის.

ინფორმაციისთვის, პროექტი ჯამში 3200 კვ/მ ტერიტორიაზე ხორციელდება და როგორც მედიცინის ცენტრს, ისე საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები