მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნებართვა ტაქსის საქმიანობის და გარე რეკლამის განთავსებისთვის- თვითმმართველი ქალაქების ახალი უფლება

თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ტაქსის ლიცენზიების გაცემა და გარე რეკლამებიდან შემოსავლის მიღება შეეძლებათ. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება მიეცემათ, და სწორედ ეს სსიპ-ები გასცემენ ლიცენზიებს. კანონპროეტქების ავტორთა განცხადებით, ამ ლიცენზიების გაცემით თვითმმართველი ქალაქები დამატებით შემოსავლებს მიიღებენ. საუბარია თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, რეგულარული სამგზავრო და ტაქსით გადაყვანაზე, ასევე, მუნიციპალიტეტების მხრიდან ისეთი სსიპ-ების დაფუძნებაზე, რომლებიც ლიცენზიებს გასცემენ და გარე რეკლამებს დაარეგულირებენ. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ გაადწყვეტილება დეცენტრალიზაციის გეგმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, სპეციალისტები ამ საკითხში კორუფციის რისკებს ხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები