მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებართვა ტყეში პროდუქტების კომერციული მოპოვებისთვის - რას გააკეთებს ტყის პროდუქტების ასოციაცია?

BM.GE
02.07.21 13:26
538
მიმდინარე კვირაში აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს. მაია ბითაძის განმარტებით, რომელიც მომხსენებელია ამ პროექტზე ცვლილებები 12 ძირითად პრინციპს ეყრდნობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც ძირითად კანონში – ტყის კოდექსში შედის: პირველი რიგი ცვლილებებისა ეხება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით კოდექსის დახვეწას, რათა მათი შინაარსი სრულ შესაბამისობაში იყოს რეალურ ვითარებასთან და ტყის მართვის მიზნებთან. მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით. ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე ათ საკანონმდებლო აქტში, მათ შორის ცვლილებებით რეგულირებადი ხდება არამერქნული ტყის პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო და სხვა, სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს. ახალი „ტყით სარგებლობის წესის“ მიხედვით, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსით სარგებლობის უფლება იურიდიულ პირებზე გაიცემა. მათ შესაბამისი განცხადებით ტყის მართვის ორგანოს უნდა მიმართონ და ამის შემდეგ განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მთელი წლით მიიღებენ. თუმცა, ისინი ვალდებული იქნებიან, წლის ბოლოს ანგარიში წარადგინონ და კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი გადაიხადონ.

სტუმარი: გიორგი გუჯარაიძე - ტყის პროდუქტების ასოციაცია, დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები