მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის განვითარება და დისტრიბუცია კერძო სექტორისთვის კვლავ უინტერესოა-მიზეზები;

კერძო საპენსიო სქემების განვითარება დამატებით სტიმულებს საჭიროებს. ამის შესახებ კერძო სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, რომლებსაც, აქტივების მმართველ კომპანიებთან ერთად, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონით, შეუძლიათ ინდივიდუალური საპენსიო სქემის დაფუძნება და რეგისტრაცია. ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ ახალი კანონი, სრულად ძალაში 2025 წლიდან შევიდა. ეკონომიკის სამინისტრო განმარტავდა, რომ ის ახალ შესაძლებლობებს მისცემდა როგორც მოქალაქეებს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი ინვესტიციებს განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა, დღეს სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ, რომ პროდუქტის განვითარება და მომხმარებლისთვის შეთავაზება კვლავ ნაკლებად მიმზიდველია. რა დამატებითი სტიმულებია საჭირო კერძო საპენსიო სქემების განსავითარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები