მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს იარაღს მიაწვდის, 50%-იანი ტარიფები დაუყოვნებლივ დაუწესდება" - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს სამხედრო შეიარაღებით მოამარაგებს, დაუყოვნებლივ დაუწესდეს 50%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ყველა სახის პროდუქციაზე. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ძალაში დაუყოვნებლივ შედის და არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს ან შეღავათს რომელიმე სახელმწიფოსთვის.

მკაცრი სატარიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების ეკონომიკურ იზოლაციას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ ირანის სამხედრო პოტენციალის ზრდას რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რადიკალური ზომებით ვაშინგტონი პარტნიორებსა და კონკურენტებს მიანიშნებს, რომ არ დაუშვებს თეირანის შეიარაღების პროცესის გაგრძელებას მოლაპარაკებების პარალელურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები