ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შევდივართ, ყოველთვის ვეძებთ ჭკვიან ადამიანებს და მათთან ერთად ვახდენთ არა მარტო ჩვენი ნოუ ჰაუს ინტეგრაციას, არამედ ერთობლივად ვნერგავთ სიახლეებს, - აცხადებს BMG-სთან ინტერვიუში TAV Airports Holding-ის ვიცე-პრეზიდენტი ფრენკ მერეიდი.
მისივე თქმით, ამან განაპირობა კომპანიის წარმატება ყველა ქვეყანაში, სადაც TAV Airports Holding-ი ოპერირებს.
„ჩვენი კომპანიის ღირებულებაა, პატივი ვცეთ ადამიანებს, რომლებთანაც ერთად ვმუშაობთ, პატივი ვცეთ ჩვენს ბიზნესპარტნიორებს, ქვეყნებს, სადაც ვმუშაობთ და რაც მთავარია, ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე, მგზავრებზე. ჩვენ, როგორც წესი, არ ვახდენთ პროცესების ფორსირებას, ჩვენ მოთმინებით ვისმენთ იმას, რასაც გვეუბნებიან ნებისმიერი კულტურის წარმომადგენლები, ვაანალიზებთ და აქედან ყველაზე სასარგებლოს ვიღებთ. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც შევდივართ, ყოველთვის ვეძებთ ჭკვიან ადამიანებს და მათთან ერთად ვახდენთ არა მარტო ჩვენი ნოუ ჰაუს ინტეგრაციას, არამედ ერთობლივად ვნერგავთ სიახლეებს. ყოველივე ამან განაპირობა სწორედ ჩვენი წარმატება ყველა ქვეყანაში, სადაც ვოპერირებთ.
მე ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან სასიამოვნო იყო თბილისში და ბათუმში ჩემი სტუმრობა, რამეთუ თქვენ განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით გამოირჩევით“, - აცხადებს ფრენკ მერეიდი.