მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება ღირსეული - ტიკარაძე

61b84e0f1ccd6
თელარა გელანტია
14.12.21 11:54
569
“ნებისმიერ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება ღირსეული” - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიის შესაბამის კითხვას.

აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ განიხილება ჯანდაცვის მომავალ მინისტრად.

„ვერ დავადასტურებ, რადგან ეს არ არის ცნობილი, კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში თუ მექნება ინფორმაცია გავაკეთებ კომენტარს, ნებისმიერ შემთხვევაში კანდიდატი იქნება ღირსეული.

მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადაიდგას მშვიდი, დაბალანსებული ნაბიჯები, რადგან ჯანდაცვა მოითხოვს თანმიდვერული ნაბიჯების გადადგმას“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მედიის კითხვაზე - რატომ ესწრება ღონისძიებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ისაა, ტიკარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

"არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი", - თქვა მან.

ეკატერინე ტიკარაძემ მოკლე კომენტარი გააკეთა ასევე ნინა კობახიძესთან დაკავშირებითაც, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

"ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას ის დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები