ავტომობილის არჩევისას მომხმარებლის გადაწყვეტილებას მხოლოდ სურვილი და კონკრეტული მოდელის მახასიათებლები არ განსაზღვრავს. რასაც არ უნდა ეძებდე, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსური შესაძლებლობებია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასურველი ავტომობილის სრული ღირებულების ერთბაშად გადახდა რთულია.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გადახდის მოქნილი მოდელები. Lion Auto ბევრი ავტომოყვარულის ცხოვრების თანამგზავრია და მისი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად კომფორტული გახადოს ამერიკის წამყვანი აუქციონებიდან მანქანების შეძენა. იმისათვის, რომ ავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, კომპანიას აქვს 0%-იანი თანადაფინანსების მოდელი, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერი ღირებულების ავტომანქანისთვის გადახდის ორ ეტაპად გადანაწილების შესაძლებლობას აძლევს: 40% - წინასწარ, ხოლო დარჩენილი 60% - ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ, დამატებითი პროცენტის გარეშე.
როგორ მუშაობს 0%-იანი თანადაფინანსების მოდელი?
ავტომობილის შესყიდვის პროცესი სასურველი მანქანის შერჩევით იწყება. ამერიკულ აუქციონებზე არსებული ვარიანტების მოძიებასა და არჩევაში მომხმარებელს Lion Auto-ს გაყიდვების მენეჯერი ეხმარება.
ავტომობილის შერჩევის შემდეგ მომხმარებელი იხდის მისი ღირებულების 40%-ს. ამის შემდეგ იწყება ავტომობილის იმპორტი, რომლის დასრულებისას უნდა დაიფაროს დარჩენილი 60%.
მთავარი პირობა ისაა, რომ მეორე ეტაპზე გადასახდელ თანხას დამატებითი პროცენტი არ ემატება.
სწორედ ეს არის მოდელის არსი - დიდი ერთჯერადი ხარჯის ორ ეტაპად გადანაწილება.
0%-იანი თანადაფინანსების მოდელი სრულად ვრცელდება ელექტრომობილების მრავალფეროვან არჩევანსა და თანამედროვე მოდელებზეც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინოვაციური ავტომობილი მარტივად და საკუთარ ბიუჯეტზე მორგებული პირობებით შეიძინოს.
რატომ არის ეს სერვისი მნიშვნელოვანი მყიდველისთვის?
- დრო - ერთი შეხედვით, ასეთი მოდელის ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობა სწორედ 0%-იანი გადახდაა. თუმცა პრაქტიკაში არანაკლებ მნიშვნელოვანია დრო, რომელსაც მომხმარებელი მეორე გადახდამდე იღებს. ავტომობილის ამერიკული აუქციონიდან საქართველოში ჩამოსვლას გარკვეული პერიოდი სჭირდება, Lion Auto-ს სერვისის დამსახურებით ეს პერიოდი მხოლოდ ლოდინის დრო აღარ არის. მომხმარებელს შეუძლია, ის დარჩენილი თანხის მოსამზადებლად გამოიყენოს. გადაწყვეტილების მიღების მომენტში მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობა მხოლოდ იმ თანხით აღარ განისაზღვრება, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს ანგარიშზე აქვს. შესაბამისად, ის უფრო თამამად იღებს გადაწყვეტილებას, რომ დროა, აისრულოს ბავშვობის სურვილები, ჩაანაცვლოს ძველი მანქანა ახლით ან შეცვალოს უკეთესით.
მანქანის ყიდვა, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ღირს ავტომობილი, არამედ ისიც, როდის და როგორ ხდება ამ თანხის გადახდა. ამ მოდელის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს, რა რესურსი აქვს დღეს და რა თანხის მობილიზება იქნება საჭირო მოგვიანებით.
- ფასი - ავტომობილის ღირებულებაზე ზედა ზღვარი არ არის. 0%-იანი თანადაფინანსების მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პროგრამა კონკრეტული ღირებულების ავტომობილებით არ შემოიფარგლება. მომხმარებლის არჩევანი მხოლოდ იმიტომ არ უნდა შეიცვალოს, რომ სასურველი ავტომობილის ფასი უფრო მაღალია. შესაძლებელია სხვადასხვა ღირებულების ავტომობილის შერჩევა და გადახდის იმავე პრინციპის გამოყენება.
ეს მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ავტომობილის არჩევისას მხოლოდ ფასს არ უყურებენ და მათთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მოდელი, მდგომარეობა, კომპლექტაცია ან სხვა მახასიათებლები. ავტომობილის ჩამოყვანა 0%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აიხდინონ დიდი ხნის ოცნებები და დაისაკუთრონ განსაკუთრებული ავტომობილი.
Lion Auto-ს შესახებ
Lion Auto Lion Group-ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.
Lion Auto ეხმარება ავტომოყვარულებს სასურველი ავტომობილის შერჩევაში. ის მომხმარებლების გზამკვლევია ამერიკის წამყვან აუქციონებზე მანქანების ძიების, ყიდვისა და ამერიკიდან საქართველომდე ტრანსპორტირების პროცესში.






















