მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნებისმიერი ქართული სტარტაპისთვის, პირველი ბაზარი რომელსაც უყურებენ, ევროპაა - Phubber

640c366309caa
ლიკა გურაბანიძე
11.03.23 12:03
716
ყიდვა-გაყიდვის ქართული ონლაინ პლატფორმა Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროპის ბაზარი ქართველი ბიზნესებისთვის ძალიან საინტერესოა. მისი თქმით, ეს ბაზარია სწორედ განსაკუთრებულად მომგებიანი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.

“ჩვენ ეს ბაზარი როგორც ექსპორტის, ასევე სერვისების მიწოდების კუთხით გვაინტერესებს. ნებისმიერი ქართული სტარტაპი, რომელიც ოპერირებას იწყებს, პირველივე დღიდან ამოსავალი წერტილი საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლაა. ხოლო, პირველი ბაზარი რომელსაც ისინი უყურებენ ეს ევროპის ბაზარია. მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება ეს ბიზნესების დაფინანსების კუთხით სრულიად ახალ პოტენციალს გახსნის, როგორც იაფიანი ფულადი რესურსების მოძიების კუთხით, ასევე ვენჩურული კაპიტალის და ენჯელ ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით.” - განმარტა ჩუგოშვილმა.

გიორგი ჩუგოშვილმა BM.GE-სთან „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაშ მიმდინარე პროცესების გამო, საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოში ოპერირება რისკებთანაა დაკავშირებული. „ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ინვესტორებისთვის განგაშის სიგნალია. მათთვის აშკარაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა და მთავრობა აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე არიან. ჩვენმა ინვესტორებმაც პირველი ეს კითხვები დაგვისვეს, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოა საქართველოში ბიზნესის ოპერირებისთვის. თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა, თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები