მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნებისმიერი ტიპის არასტაბილურობას, ეკონომიკისთვის დამაზიანებელი შედეგები მოაქვს"

5b113e9c3aa62
BM.GE
01.06.18 16:34
1221
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიმდინარე აქციას აფასებს. მისი თქმით, მშვიდობიანი აქციები, რომელიც კანონის უზენაესობის მოთხოვნით იმართება, არათუ აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში თანხვედრაშია ინვესტორების და ბიზნესმენების სურვილებთან.

„ნებისმიერი ტიპის არასტაბილურობას, ეკონომიკისთვის დამაზიანებელი შედეგები მოაქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს სტაბილურად ცუდი გარემო ბიზნესისთვის. ეს ადამიანები გამოდიან იმ მოთხოვნებით, რა მოთხოვნებიც აქვს ნემისმიერ ბიზნესმენს, ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც უნდა საქმის კეთება საქართველოში. შესაბამისად, ეს პროცესი გრძელვადიანი თვალსაზრისით დადებითი პროცესია. მოკლევადიანი თვალსაზრისით ამ ყველაფერს ექნება გარკვეული შედეგები გარკვეულ ადამაინებზე. სამწუხაროა, რომ როდესაც აქციები განახორციელეს ფაშისტურმა ორგანიზაციებმა, მაშინ მთავრობა საერთოდ არ საუბრობდა ეკონომიკურ შედეგებზე. ზოგადად ყველაფერი გადაჯაჭვულია. მაგრამ ის რაც ხდება, პირველ რიგში აწყობთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს ვინც იქ დგანან, არამედ მთელ საზოგადოებას. ისინი ითხოვენ კანონის აღსრულებას. ისინი ითხოვენ, რომ სამთავრბო სტრუქტურები იყოს დამოუკიდებელი და საქმის გამოძება ხდებოდეს ობიექტურად. დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა საკუთრების დაცვაა, სასამართლოს დამოუკიდებლობაა, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მიდგომებია. ეს აქცია ამ მესიჯებზე ახდენს გავლენას. ასეთი პროცესები, მშვიდობიანი აქციები ეკონომიკასაც, ინვესტორებსაც და საქმის მკეთებლებსაც აწყობთ“ - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები