მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნედლი რზე კიდევ გაძვირდება - რა ახდენს ფასზე გავლენას?

BM.GE
31.10.22 12:45
309
ბოლო პერიოდის განმავლობაში რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. მეწარმეების ზაფხულში ფასების 7%-ით, შემოდგომიდან კი 20%-იან ზრდას აანონსებდნენ. გასულ კვირას ქვეყანაში მოქმედმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფერმამ „ყვარლის ბაგამ“ ფასის ზრდა ზამთრიდანაც დააანონსა. როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორი ირაკლი კონჯარია აცხადებს, მიზეზი საკვები პროდუქტისა და დანამატის ფასის ზრდაა, რომლის დიდი ნაწილიც იმპორტირებულია. 

ფასის ზრდის მიზეზებს შორის კომპანია „შირაქი“არასაყოფაცხოვრებო ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას და სასუქის გაძვირებას ასახელებს. რა ხდება ბაზარზე და რამდენით უნდა ელოდოს მომხმარებელი ფასების მატებას ამ თემაზე საუბარს ნიკოლოზ ბენიაიძესთან ერთად ვაგრძელებ, რომელიც საქმიანი დილის ეთერს უერთდება.

სტუმარი: ნიკოლოზ ბენიაიძე - "შირაქის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები