მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NEFCO საქართველოს 2.8 მლნ ევროს გამოუყოფს

5b3c6cd84c4ea
ელენე გოგბერაშვილი
04.07.18 10:41
612
საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი NEFCO -თან ფინანსთა მინისტრმა მოაწერა. შეთანხმების ფარგლებში NEFCO საქართველოს 2.83 მლნ ევროს გამოუყოფს და ასევე
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მლნ ევროს.

პროექტის მიზანია საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

პროექტის განხორციელება ნავარაუდევია 2018-2020 წლებში. მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები