“ალ ჰილალსა” და ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა, რის შედეგადაც ფეხბურთელი უკვე თავისუფალი აგენტია. ინფორმაცია თავად კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ცნობილია ნეიმარის გადაწყვეტილება, რომელსაც მშობლიურ კლუბ “სანტოსში” დაბრუნება აქვს განზრახვული. ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ გუნდს 2025 წლის სეზონში დაეხმარება და ამავდროულად 2026 წლის მუნდიალს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
არაბულ კლუბში ნეიმარის კარიერა მუხლის ტრავმამ შეიწირა, რომელიც 2023 წელს მიიღო და ამის გამო 2024-ში სულ ორ მატჩში ითამაშა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული 100 მილიონი დოლარი, მაინც გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ “სანტოსის” რიგებში ნეიმარი 2009-2013 წლებში ასპარეზობდა 225 შეხვედრაში 116 გოლი გაიტანა და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის კოპა ლიბერტადორესის მოგება მოახერხა.




























