Freedom House-ში ძალიან შეშფოთებული ვართ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტების დირექტორმა ნეით შენკანიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. „ჩვენ აქ, Freedom House-ში ძალიან შეშფოთებული ვართ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია ვაკვირდებით ამ საქმეს. ადრეც გამოვხატეთ შეშფოთება, თუ როგორ გახდა ეს საქმე ღია პოლიტიკური ზეწოლის საგანი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და როდესაც საქმეში ჩართულია მედია კომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ უფრო მყარდება. ამ შემთხვევაში და ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს, რომლის შედეგიც არის კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შენკანიმ.
ipn

























